მალტის რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მალტის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 1 თებერვალს.
2004 წლიდან, მალტის რესპუბლიკის გადაფარვა ხორციელდება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.
2020 წლიდან საქართველოს გადაფარვა ხორციელდება მალტის რესპუბლიკიდან
2010 წლიდან, საქართველოს გადაფარვა ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკაში მალტის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.
1996-2009 წლებში, საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში მალტის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
მალტის რესპუბლიკასთან გაფორმებული შეთანხმებები მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, კულტურის, მეცნიერების და განათლების სფეროები.
ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები დადებითი დინამიკით ხასიათდება. წარსულში განხორციელდა ვიზიტები, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დონეზე.
მალტის უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის დიპლომატიურ სწავლებათა აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდება პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ დიპლომატებს და საჯარო მოხელეებს გაიარონ სწავლება და აიმაღლონ კვალიფიკაცია მალტის დიპლომატიურ აკადემიაში.
ბმულები:
მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ხელშეწყობის სამინისტრო