Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

სხვადასხვა სახის ცნობები

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკონსულო სამსახურებს მიმართავენ სხვადასხვა სახის ცნობების გაცემის თხოვნით. საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, საკონსულო სამსახური მზად არის, განიხილოს მოთხოვნა ამა თუ იმ ცნობის გაცემის კუთხით.

 როგორც წესი, საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, ცნობის სახით გასცეს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში განმცხადებლის შესახებ დაცული ინფორმაცია. მომსახურება გაეწევა საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს (დაინტერესებული პირს).

განმცხადებლის სურვილის შესაბამისად ცნობა შესაძლოა გაიცეს  ქართულ,  ინგლისურ, ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე. მომსახურების გაწევის მიზნით, ინფორმაცია გასაცემი ცნობის შესახებ უნდა გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ უწყებაში. ამდენად, მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა დამოკიდებულია ამ უწყების პასუხზე. საკონსულო სამსახური შუამდგომლობის გადაგზავნას უზრუნველყოფს განაცხადის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მოიპოვება საკონსულო სამსახურის ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში, მომსახურების გაწევა მოხდება 10 დღის ვადაში. მნიშვნელოვანია, რამდენად ზუსტად წარმოადგენთ ინფორმაციას თქვენთვის საჭირო ცნობის თაობაზე.

გთხოვთ, ინფორმაცია წარმოადგინოთ დოკუმენტების წარმოდგენის ეტაპზე კომენტარის ველში. მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას როგორც საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით მომსახურების მოთხოვნის გზით.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა)
  • წარმომადგენლის მეშვეობით ცნობის გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენი იქნება რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
  • არ იქნა მიღებული დადებითი პასუხი შესაბამისი კომპეტენტური უწყებიდან
  • განცხადება წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
  • მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;

 მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია (იხილეთ ქვითარი) ან მისი ექვივალენტი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში

მომსახურების ფარგლებში შესაძლოა აქტუალური გახდეს ინფორმაციის გამოთხოვა, თუმცა ამ შემთხვევაში ცალკე ინფორმაციის გამოთხოვისთვის საფასური არ გადაიხდევინება.

ქვემოთ მოცემული შეღავათით ისარგებლებენ შემდეგი კატეგორიის პირები: 

50 % თავისუფლდება

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები. 100 % თავისუფლდება
  • პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

ცნობისათვის: ზემოაღნიშნული გარემოებები უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით.