ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ
ცნობა გაიცემა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და საკონსულო სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტების საფუძველზე.
მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას როგორც საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით მომსახურების მოთხოვნის გზით.
საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ--გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.
ყურადღება! გთხოვთ განაცხადში მიუთითოთ საკონტაქტო ელ-ფოსტა. შეტყობინება დოკუმენტის დამზადების შესახებ გეგზავნებათ მხოლოდ ელ-ფოსტაზე.
დამზადებული დოკუმენტის გატანა შესაძლებელია საკონსულოში პირადი გამოცხადების ან კურიერის მეშვეობით.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
-
-
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში განცხადება (იხ. დანართი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცნობაში მიეთითება თქვენი რეგისტრაციის მისამართი, თუ რეგისტრირებული ხართ იტალიაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტი)
-
-
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) ასლი;
-
დაბადების მოწმობის ასლი;
-
გვარის შეცვლის შემთხვევაში გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვ.). თუ აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ, აუცილებელია წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული.
-
წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან მეუღლის გარდაცვალების მოწმობა) იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
-
შვილის (შვილების) დაბადების მოწმობა ან მამობის დადგენის მოწმობა თუ განმცხადებელს ჰყავს შვილი (შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან;
-
თანხის გადახდის ქვითარი 19,10 ევროს ოდენობით. საფასური გადაიხდება წინასწარ შესაბამისი მომსახურების გაწევამდე და ირიცხება შემდეგ ანგარიშზე:
AMBASCIATA DI GEORGIA GESTIONE ANAGRAFICA | |||
BancoPosta | |||
Codice IBAN: | |||
IT12 F076 0103 2000 0102 2929 572 | |||
Codice BIC/SWIFT: | |||
BPPIITRRXXX | |||
CIN | ABI | CAB | N. CONTO |
F | 07601 | 03200 | 001022929572 |
ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ გაიცემა განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულად იქნება წარმოდგენილი).