Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

მოგესალმებით იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მადლობას მოგახსენებთ, რომ დაინტერესდით საქართველოსა საელჩოს საქმიანობით.  

მაქვს პატივი წარმოვადგინო საქართველო იტალიაში, ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს ჭეშმარიტად მეგობრული ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ მთლიანად ქართველი ხალხის ემოციას გამოვხატავ, თუკი ვიტყვი, რომ საქართველო უყურებს იტალიას იმ უდიდესი აღფრთოვანების გრძნობით, რასაც მუდმივად განაპირობებდა ის საუკუნოვანი კულტურული, ისტორიული, არტისტული თუ უბრალოდ გეოგრაფიული მემკვიდრეობა, რაც ახასიათებს ამ უმშვენიერეს ქვეყანას, ანტიკური რომის ცივილიზაციით დაწყებული, აღორძინების ხანის ბრწყინვალებით თუ ამ ქვეყნის საოცარი ნიჭით გამორჩეული პოეტებით, კომპოზიტორებით, არქიტექტორებით, მხატვრებით და მეცნიერებით დამთავრებული.

ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, შევეცდებით საშუალება მოგცეთ, რომ თვალ-ყური ადევნოთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს და მოიპოვოთ ინფორმაცია იტალიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკის  შესახებ. ჩვენი საელჩოს და ჩემი, როგორც ელჩის უპირველესი მიზანი იქნება საქართველოს, მისი არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაცია იტალიაში, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რაც მთავარია, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდი თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყარო გახდება. დამატებითი ინფორმაციისთვის ან რაიმე სხვა სახის დახმარების მისაღებად, გთხოვთ, პირდაპირ დაგვიკავშირდეთ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს.

უღრმესი პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,