Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტა

რა შემთხვევაში შეიძლება დავკარგო საქართველოს მოქალაქეობა?

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის/შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება.

შესაბამისად, იტალიის მოქალაქეობის მიღების შემთხვევეში საქართველოს მოქალაქემ უნდა განაცხადოს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა/შეწყვეტის შესახებ იტალიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში.

ამისთვის მან საკონსულო სამსახურს უნდა წარუდგინოს:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებლი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, სარეგისტრაციო ბარათი და სხვ.) ასლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული არა აქვს აღნიშნული დოკუმენტები - ძველი საპასპორტო მონაცემები და სხვა საბუთები, რითაც დასტურდება მისი საქართველოს მოქალაქეობა;

და

  • იტალიის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.