Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

პირადი ნომრის მინიჭება

საქართველოს მოქალაქის რეგისტრაცია

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები/საკონსულო დაწესებულებები ახორციელებენ მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას საცხოვრებელი მისამართის მიხედვით.

საზღვარგარეთ რეგისტრაციის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად ასაკისა, იმ შემთხვევაში, თუ:

  • იგი რეგისტრირებული არ არის საქართველოში;
  • მოხსნილია რეგისტრაციიდან;
  • მის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში;
  • იგი რეგისტრირებულია საქართველოში და მას დაუდგინდა ან მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა შეუძლია:

  • სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში;
  • 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერ წარმომადგენელს.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ, ელექტრონული ფორმით;
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის  შემთხვევაში - კანონიერი წარმომადგენელობის და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 მომსახურების გაწევის ვადაა 2 სამუშაო დღე.

ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით ან ლეგალიზებული, ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

დოკუმენტი შეიძლება იყოს საერთაშორისო ანუ მრავალენოვანი ან ნათარგმნი ქართულ ენაზე.

 

  • 14 წლის ზემოთ პირები, რეგისტრაციის მიზნებისთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში უნდა გამოცხადდნენ პირადად.
  • სრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
  • 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
  •  იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად, ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, შესაძლოა აქტუალური გახდეს პირის ფოტოიდენტურობის დადგენა, ფოტოიდენტურობა, საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, შესაძლოა დაადასტუროს  საქართველოს სრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელიც პირადად იცნობს რეგისტრაციის გავლის მსურველს.  

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ეთქვას მოქალაქეს, თუ:

  • მოთხოვნა გაკეთებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
  • ვერ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • წარმოდგენილია ყალბი ან/და ძალადაკარგული დოკუმენტები;
  • შეუძლებელია პირის იდენტურობის ან/და საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების დადგენა;
  • მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/ საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს.