Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

ცნობა გაიცემა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და საკონსულო სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტების საფუძველზე.

მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას როგორც საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით მომსახურების მოთხოვნის გზით.

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ--გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.

ყურადღება! გთხოვთ განაცხადში მიუთითოთ საკონტაქტო ელ-ფოსტა. შეტყობინება დოკუმენტის დამზადების შესახებ გეგზავნებათ მხოლოდ ელ-ფოსტაზე.

დამზადებული დოკუმენტის გატანა შესაძლებელია საკონსულოში პირადი გამოცხადების ან კურიერის მეშვეობით.


წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. საფოსტო გზავნილის შემთხვევაში განცხადება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცნობაში მიეთითება თქვენი რეგისტრაციის მისამართი, თუ რეგისტრირებული ხართ იტალიაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტი)

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პასპორტი ან პირადობის მოწმობა) ასლი;

3. დაბადების მოწმობის ასლი;

4. გვარის შეცვლის შემთხვევაში გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. გვარის შეცვლის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვ.). თუ აღნიშნული დოკუმენტი გაცემულია იტალიის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს მიერ, აუცილებელია წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული.

5. წინა ქორწინების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი (განქორწინების მოწმობა ან მეუღლის გარდაცვალების მოწმობა) იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

6. შვილის (შვილების) დაბადების მოწმობა ან მამობის დადგენის მოწმობა თუ განმცხადებელს ჰყავს შვილი (შვილები) არარეგისტრირებული ქორწინებიდან;

თანხის გადახდის ქვითარი საფასური გადაიხდება წინასწარ შესაბამისი მომსახურების გაწევამდე.

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ გაიცემა განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში (მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტები სრულად იქნება წარმოდგენილი).