Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

რომის ისტორიულ Casina Valadier-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კულტურის სამინისტროსა და მეღვინეობა “ნიმბის” მხარდაჭერით, ქ. რომის ისტორიულ Casina Valadier-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

საზეიმო მიღების საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს პირველი ლედი, ქალბატონი თამარ ბაგრატიონი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, ბიზნესწრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, თამუნა ლილუაშვილმა, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, გერარდო ამადუციმ და იტალიის მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მეღვინეთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა და ცნობილმა ენოლოგმა, რიკარდო კოტარელამ.
 
საქართველოს ელჩმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ ფასეულობებზე, რომლებზეც თანამედროვე ქართული სახელმწიფო დგას. თამუნა ლილუაშვილმა იტალიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის 30-წლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, როგორიცაა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირები, არამედ რეგიონალური და გლობალური დაკავშირებადობის კონტექსტში.
 
საღამო მუსიკალურად გააფორმეს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, კონსტანტინე ყიფიანმა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანმა კვარტეტმა. ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებები.