Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქ.რომის მერის დიპლომატიურ მრჩეველთან

2026 წლის 16 თებერვალს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა ქ. რომის მერის დიპლომატიურ მრჩეველთან, ფაბიო სოკოლოვიჩთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაცვლითი პროგრამების განვითარების შესაძლებლობებს, როგორც აკადემიურ სივრცეში, ისე კულტურულ და სპორტულ ინიციატივებში, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კავშირების შემდგომ განმტკიცებას.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნასა და ინტერესს აღნიშნულ მიმართულებებში იტალიასთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გრძელვადიან, სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობების განვითარებისთვის.