Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

ქართული დელეგაციის შეხვედრა ქალაქ პალერმოს მერ რობერტო ლაგალასთან

იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ პალერმოს მერს, რობერტო ლაგალას შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 1997–2007 წლებში მოქმედი საქართველო-იტალიის გაცვლითი პროგრამის აღდგენა და მასში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების ჩართვის შესაძლებლობა.
 
პალერმოს მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
 
თავის მხრივ, გიორგი ჯინჭარაძემ იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი.