Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.
 
რომში, საზღვაო ფლოტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პაატა პატიაშვილმა იტალიელ კოლეგასთან, მატეო პერეგო დი კრემნაგოსთან საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
 
შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე.
 
შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის დიალოგისა და კონსულტაციების მაღალ დონეზე გაგრძელების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს არსებული პარტნიორობისა და ნდობის გაძლიერებას. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებს.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას იმ თემებზე, რაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
 
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ასევე ეწვია იტალიის თავდაცვის ინდუსტრიის უმსხვილეს კომპანიას Leonardo S.p.A.