Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის ბიზნესისა და „Made in Italy“-ის სამინისტროს დიპლომატიურ მრჩეველთან

2026 წლის 13 თებერვალს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის ბიზნესისა და „Made in Italy“-ის სამინისტროს დიპლომატიურ მრჩეველთან, მარიო კოსპიტოსთან.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული ბიზნესის იტალიურ ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობას, მცირე და საშუალო საწარმოთა შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდის შესაძლებლობებსა და სექტორულ თანამშრომლობას.