საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა
1. შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი)
2. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;
3. 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისგან გათავისუფლების შესახებ;
4. 2 ფოტო;
5. არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში - პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის მიერ სახელის ან / გვარის გამოცვლის შემთხვევაში, განმცხადებელს შესაძლოა მოეთხოვოს სახელის ან / და გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე + 39 06 4554 0281
ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით