Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

პირადობის ელექტრონული მოწმობა

პირადობის ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის პირადობის მოწმობის აღება სავალდებულო არ არის.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს:

  • სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა;
  • 14- დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა;
  • არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებაში/საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარსადგენად, 9 წლიდან ასაკიდან მოქალაქეების პირადი გამოცხადება სავალდებულოა.

წარსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ., ელექტრონული ფორმით
  • არასრულწლოვანის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა;
  • მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იხილეთ ქვითარი

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. ანგარიშის ნომერი:

ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით ან ლეგალიზებული, ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. დოკუმენტი შეიძლება იყოს შედგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ წარსადგენი დოკუმენტი ნათარგმნია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანი მოწმდება იმავე წესით, რაც სათარგმნი დოკუმეტნის მიმართ მოქმედებს.

უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებები, დამატებით, უნდა სცნოს და აღსრულებაში მიიღოს  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. 

  • პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა განაცხადის წარდგენიდან 45 დღის ვადაში.
  • 18 წელს მიღწეულ პირებზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა 10 წლის ვადით.
  • 18 წლამდე ასაკის პირებზე - 4 წლის ვადით

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება გეთქვათ თუ:

  • მოთხოვნა გაკეთებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
  • ვერ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • წარმოდგენილი იქნა ყალბი და ძალადაკარგული დოკუმენტები;
  • შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება ან/და მისი საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების დადგენა.