Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

პასპორტის განახლება

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტი

პასპორტი არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეზე მისი საქართველოდან  გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

ბიომეტრიული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც დატანილია პასპორტის მფლობელი პირის პერსონალური მონაცემები - ბიომეტრიული ფოტოსურათი, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდები.

მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

  1. პასპორტის, პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
  2. ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5  ელექტრონულ ფორმატში;
  3. მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • 47, 94 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მატერიალური სახით, ამობეჭდილი. (იხილეთ ქვითარი)
  • ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. ანგარიშის ნომერი:

4. არასრულწლოვანის შემთხვევაში -  დაბადების მოწმობა;

16 წლამდე არასრულწლოვანებისთვის სავალდებულოა ორივე მშობლის თანხმობა, რომელიც  შეიძლება გამოხატული იქნას საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით ან დამოწმებული იქნას სანოტარო წესით;

იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის მიღების მსურველმა შეიცვალა პერსონალური მონაცემები და პასპორტის მიღება ახალ მონაცემზე სურს, დამატებით, წარმოსადგენია შესაბამისი ცვლილების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;

განაცხადის წარმომადგენლის მეშვეობით გაკეთების შემთხვევაში, დამატებით, წარმოსადგენია რწმუნებულება (მინდობილობა) და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წარსულში ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის ქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს იუსტიციის სახლს და პასპორტი იტალიაში მიიღოს ფოსტით.

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ  ჩაეწეროთ წინასწარ 

პასპორტის მისაღებად, სავალდებულოა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებაში/საკონსულო დაწესებულებაში 9 წლიდან ასაკის მოქალაქეების პირადი გამოცხადება. 

ცნობისათვის: სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილის ბეჭდით ან ლეგალიზებული, ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. დოკუმენტი შეიძლება იყოს შედგენილი ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. იმ შემთხვევაში, თუ წარსადგენი დოკუმენტი ნათარგმნია უცხო ქვეყნის ორგანოების მიერ, თარგმანი მოწმდება იმავე წესით, რაც სათარგმნი დოკუმეტნის მიმართ მოქმედებს.

უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებები, დამატებით, უნდა სცნოს და აღსრულებაში მიიღოს  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. 

  • პასპორტი მზადდება შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში განაცხადის გაკეთებიდან 45 დღის ვადაში.
  • 18 წელს მიღწეულ პირებზე ბიომეტრული პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით.
  • 18 წლამდე ასაკის პირებზე - 3 წლის ვადით.

მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:

  • მოთხოვნა გაკეთებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
  • ვერ იქნა წარმოდგენილი მომსახურების მიღებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • წარმოდგენილი იქნა ყალბი და ძალადაკარგული დოკუმენტები;
  • შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება ან/და მისი საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილების დადგენა.

2019 წლის 1 ნოემბრიდან, მოქმედი რეგულაციების თანახმად, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, ახალი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და  მიიღოს პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს.

ასეთი სახის ცნობა შეიძლება იყოს შედგენილი/ნათარგმნი ინგლისურ ან/და რუსულ ენებზე. ლეგალიზაცია ან/და აპოსტილის ბეჭდით დამოწმება არ მოითხოვება. ცნობაში მითითებული უნდა იყოს დაკარგული (მოპარული) პასპორტის რეკვიზიტები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ახალი პასპორტის მიღების შედეგად, დაკარგული (მოპარული) პასპორტი გაუქმდება, ხოლო ინფორმაცია მისი გაუქმების შესახებ, პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვით, მიეწოდება ინტერპოლს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით 15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე + 39 06 4554 0281