Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან

2026 წლის 23 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ მარკო სილვესტრონისთან.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და ხაზი გაუსვეს პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის განახლების პროცესსა და მის როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
 
სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიური მხარის მხარდაჭერა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისა და თანამშრომლობის მიმართ.