საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სან-მარინოს რესპუბლიკაში სან-მარინოს კაპიტან-რეგენტებს რწმუნებათა სიგელები გადასცა
2026 წლის 19 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სან-მარინოს რესპუბლიკაში, თამუნა ლილუაშვილმა (რეზიდენციით ქ. რომი) სან-მარინოს კაპიტან-რეგენტებს - მატეო როსის და ლორენცო ბულის - პალაცო პუბლიკოში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიას ესწრებოდა სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ლუკა ბეკარი.
სან-მარინოს კაპიტან-რეგენტებმა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
თავის მხრივ, ელჩმა გამოხატა მზადყოფნა, აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და განმტკიცებას.
