Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს ელჩის შეხვედრა ლაციოს რეგიონის პრეზიდენტთან

2026 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა ლაციოს რეგიონის პრეზიდენტთან, ფრანჩესკო როკასთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ლაციოს რეგიონს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონთაშორისი პარტნიორობის, კულტურული პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების განვითარების შესაძლებლობებს.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ლაციოს წამყვან ინდუსტრიებსა და საქართველოს ბიზნესსექტორს შორის ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე.