საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა
იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ლორენცო ფონტანას შეხვდა.
მხარეებმა აღნიშნეს საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რათა შენარჩუნდეს ინტენსიური დიალოგი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხებზე.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე, შეხვდა იტალიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.
