Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან

2026 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან, ემანუელა დ’ალესანდროსთან.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. საუბარი შეეხო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობას. ყურადღება დაეთმო მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების საკითხს. თამარ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.