Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს საელჩომ ქართული საიუველირო ხელოვნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

2026 წლის 5 ოქტომბერს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, Roma Jewelry Week-სა და Georgia Jewelry Week-თან პარტნიორობით, ქართული საიუველირო ხელოვნებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების მთავარი მიზანი იტალიის კულტურის სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ქართული საიუველირო ხელოვნების, მისი მდიდარი ტრადიციებისა და თანამედროვე განვითარების მიმართულებების გაცნობა იყო.
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილმა, Roma Jewelry Week-ის დამფუძნებელმა, მონიკა ჩეკინიმ და Georgia Jewelry Week-ის დამფუძნებლებმა, ფატიმა კახნიაშვილმა და ნენო გაბელიამ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული სამკაულის დამზადების მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, მის კულტურულ მნიშვნელობასა და თანამედროვე შემოქმედებით მიდგომებს.