თამარ ლილუაშვილის შეხვედრა გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მიმართულების დირექტორთან
2026 წლის 13 აგვისტოს, რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამუნა ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) საქართველოს მიმართულების დირექტორთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელთან, ლიამ ჩიკასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და IFAD-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროექტის განხორციელებას, მიღწეულ შედეგებსა და მის შემდგომ ეტაპებს.
