საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონინო მინარდოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის თანამშრომლობის საკითხები, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გარემო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.
