გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა FAO-ს სათავო ოფისში გამართულ სურსათის მსოფლიო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში გამართულ სურსათის მსოფლიო ფორუმის გახსნაში (World Food Forum 2026) მიიღო მონაწილეობა.
2026 წლის სურსათის მსოფლიო ფორუმის მთავარი თემაა „ინოვაცია დღეს - ჯანსაღი და მდგრადი კვება ხვალ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას: ახალგაზრდების გლობალურ ჩართულობას, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებას და აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობას აერთიანებს.
საერთაშორისო ფორუმზე საქართველო წარმოდგენილი იქნება ღონისძიებით „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, რომელიც ქართული ხორბლის უნიკალური კულტურის, აგრობიომრავალფეროვნების წარმოჩენას და საერთაშორისო პოპულარიზაციას ემსახურება.
მინისტრთან ერთად გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.
