საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს "კოლხეთის" ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი საღამო
2026 წლის 19 მაისს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს “კოლხეთის” ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი საღამო, რომლის ფარგლებშიც საქართველოდან სპეციალურად მოწვეულმა ხელოვნებმა მრავალფეროვანი შემოქმედება წარმოადგინეს.
საღამოს საპატიო სტუმარი გახლდათ საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იტალიის კულტურული წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
