Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

თამარ ლილუაშვილმა შეხვედრა გამართა იტალიის კულტურის სამინისტროს არქეოლოგიის, სახვითი ხელოვნებისა და ლანდშაფტის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ფაბრიციო მაგანისთან

2026 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა იტალიის კულტურის სამინისტროს არქეოლოგიის, სახვითი ხელოვნებისა და ლანდშაფტის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ფაბრიციო მაგანისთან (Fabrizio Magani).

მხარეებმა განიხილეს საქართველო-იტალიას შორის კულტურისა და არქეოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული არქეოლოგიური მემკვიდრეობის მიმართ იტალიური მხარის ინტერესსა და ქ. რომში მისი წარმოჩენის შესაძლებლობებს.