სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა.
ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა, აგრეთვე ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ლილუაშვილმა.
