Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

ქ.მილანში გაიმართა საქართველო-ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა.
 
ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იტალიასთან, მათ შორის, ლომბარდიის რეგიონთან მზარდია. ასევე დადებითი დინამიკაა ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას.
 
იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა იტალიის ლომბარდიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოსთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.