თამარ ლილუაშვილმა „დიპლომატიის ფესტივალი 2026-ის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „Caucasus at Crossroads: Peace, Corridors, and a New Era of Cooperation“
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა, „დიპლომატიის ფესტივალი 2026-ის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „Caucasus at Crossroads: Peace, Corridors, and a New Era of Cooperation“.
თამარ ლილუაშვილმა ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პერსპექტივებზე, რეგიონული თანამშრომლობისა და დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ასევე მის სტრატეგიულ მნიშვნელობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარებაში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ელჩინ ჰუსეინლი და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ვლადიმირ კარაპეტიანი. პანელს მოდერაციას უწევდა იტალიელი ჟურნალისტი და მწერალი, ლუკა სტეინმანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ რომში განთავსებული უნივერსიტეტების სტუდენტები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ელჩებისთვის დაესვათ კითხვები გეოპოლიტიკურ პროცესებსა და ამ პროცესებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების როლზე.
„დიპლომატიის ფესტივალი“ (Festival della Diplomazia) წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც რომში უკვე მე-17 წელია იმართება და მოიცავს გლობალური დიპლომატიისა და გეოპოლიტიკის
აქტუალურ საკითხებს. ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მაღალი დონის დისკუსიები და კითხვა-პასუხის სესიები დიპლომატებთან, წამყვან ექსპერტებთან, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
