ვენეციის 61-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“.
“ვენეციის ბიენალე არის საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი თანამედროვე ხელოვნება, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების ახლებურად გადააზრებაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს ეროვნული პავილიონის ღირსეულად წარდგენაში შეიტანა წვლილი", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები.
ვენეციის ბიენალე 1895 წლიდან იმართება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც, ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 80-ზე მეტი ქვეყნის წამყვან ხელოვანს, კურატორსა და კრიტიკოსს აერთიანებს.
.jpeg&w=3840&q=100)