Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

Notte dei Musei - ის ფარგლებში საქართველო კაპიტოლიუმის პროტომოთეკის დარბაზში (Sala della Protomoteca) საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქ. რომის მუნიციპალიტეტისა და კულტურული პროექტის „Zètema Progetto Culturale“ მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტის „მუზეუმების ღამე 2026“ (Notte dei Musei) ფარგლებში, საქართველო კაპიტოლიუმის პროტომოთეკის დარბაზში (Sala della Protomoteca) საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარმოდგენილი.
 
საღამოს ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა მოესმინა ქართული კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტის შესრულებით. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა განსაკუთრებულ შესაძლებლობას ფართო საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე ქართული კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების წარმოსაჩენად.
 
„მუზეუმების ღამე“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული ინიციატივაა, რომლის დროსაც მთელი ღამის განმავლობაში მუზეუმები და კულტურული სივრცეები დამთვალიერებლებისთვის ღიაა. ღონისძიება ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობს და მათ შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებას.