Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე იტალიის რესპუბლიკის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, იტალიის რესპუბლიკის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაურიციო გასპარის შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
 
„შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველო-იტალიის მტკიცე პარტნიორობის დასადასტურებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება საერთო ინტერესების სფეროებში“, - განაცხადა მაურიციო გასპარიმ იტალიურ გამოცემა „Agenzia Nova“-სთან საუბრისას.