საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა იტალიის დეპუტატთა პალატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან
2026 წლის 5 მაისს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამუნა ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა იტალიის დეპუტატთა პალატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ფედერიკო მოლიკონესთან.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-იტალიის ორმხრივი კულტურული ურთიერთობების დინამიკური განვითარება და ხაზი გაესვა მათი შემდგომი გაღრმავების მიზნით მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე. ამ კონტექსტში განხილულ იქნა ქართული მხარის მონაწილეობა იმ თემატურ ფესტივალებში, რომლებიც იტალიის კულტურის სამინისტროს პატრონაჟით იმართება.
