საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის კულტურის სამინისტროს კულტურული საქმიანობის დეპარტამენტის დირექტორთან
2026 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა, შეხვედრა გამართა იტალიის კულტურის სამინისტროს კულტურული საქმიანობის დეპარტამენტის დირექტორთან, მასიმო ოსანასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობას. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობის იტალიაში წარმოჩენის შესაძლებლობებზე, სამეცნიერო-კვლევით სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი გამოფენების ორგანიზების მნიშვნელობაზე.
.jpg&w=3840&q=100)