Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

Rome Future Week-ის ფარგლებში გაიხსნა ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის გიორგი სისაურის გამოფენა „ქართული ანბანი: მეხსიერებას, ხელოვნებასა და მომავალს შორის“.

2026 წლის 21 სექტემბერს, Rome Future Week-ის ფარგლებში, Casa Museo Boncompagni Ludovisi-ში გაიხსნა ქართველი მხატვრისა და კალიგრაფის, გიორგი სისაურის გამოფენა „ქართული ანბანი: მეხსიერებას, ხელოვნებასა და მომავალს შორის“.
 
ღონისძიება იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, იტალიის კულტურის სამინისტროს, იტალიის მუზეუმების გაერთიანებისა და ქართველთა სათვისტომოს „კოლხეთის“ მხარდაჭერით გაიმართა.
 
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილმა, იტალიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ფედერიკო მოლიკონემ, Casa Museo Boncompagni Ludovisi-ს დირექტორმა მარია ჯუზეპინა დი მონტემ და ქართველთა სათვისტომოს „კოლხეთის“ ხელმძღვანელმა ბეგლარ თავართქილაძემ.
 
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.