საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში
იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართა იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, მარკო სილვესტრონისთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო გასპარისთან.
შეხვედრებზე განხილული იყო საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება და პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური კომუნიკაციისა და ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში და ირანის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე.
_1.jpg&w=3840&q=100)