Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP).

ვიდეოკონფერენცია საქართველოსა და იტალიის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის

გრძელდება იტალიასა და საქართველოს შორის პარლამენტთაშორისი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაღალ დონეზე. 
8 მაისს,  დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს რობერტო ფიკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.


ვიდეო კონფერეციის ფარგლებში, საუბარი შეეხო  იმ გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, რომელიც პანდემიის პირობებში საპარლამენტო საქმიანობის უწყვეტობას უზრუნველყოფს. მხარეებმა იმსჯელეს იმ შესაძლო ინიციატივებზეც, რომლებიც მიმართული იქნება ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში კრიზისის უარყოფით ზეგავლენასთან საბრძოლველად.
ვიდეოკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მეგობრობასა და თანამშრომლობას ჩვენს ორ ქვეყანას შორის, ასევე, საპარლამენტო დონეზეც.