Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

სხვადასხვა ცნობები

საკონსულო სამსახური მზად არის, განიხილოს მოთხოვნა ამა თუ იმ ცნობის გაცემის თაობაზე.

როგორც წესი, საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, ცნობის სახით გასცეს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებში, განმცხადებლის შესახებ, დაცული ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, ზუსტად წარმოადგინოთ ინფორმაცია თქვენთვის საჭირო ცნობის თაობაზე.

გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებული განაცხადის ფორმა, გარკვევით მიუთითოთ მოთხოვნა, მოაწეროთ ხელი განაცხადს და დაურთოთ შესაბამისი დოკუმენტები.


 

მომსახურების გაწევის მიზნით ინფორმაცია გასაცემი ცნობის შესახებ უნდა გადამოწმდეს

შესაბამის კომპეტენტურ უწყებაში. ამდენად, მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა დამოკიდებულია ამუწყების პასუხზე.

საკონსულო სამსახური შუამდგომლობის გადაგზავნას უზრუნველყოფსგანაცხადის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

მომსახურება შესაძლებელია გაწეულ იქნას როგორც საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით მომსახურების მოთხოვნის გზით.

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ--გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, ასევე შეგიძლიათ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.

ვებ-გვერდით ჩაწერის საშუალების არ არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონსულო სამსახურს 15:00-17:00 სთ. შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 06 69941972

ყურადღება! გთხოვთ განაცხადში მიუთითოთ საკონტაქტო ელ-ფოსტა. შეტყობინება დოკუმენტის დამზადების შესახებ გეგზავნებათ მხოლოდ ელ-ფოსტაზე.

დამზადებული დოკუმენტის გატანა შესაძლებელია საკონსულოში პირადი გამოცხადების ან კურიერის მეშვეობით.

მომსახურების საკონსულო მოსაკრებელია 24  ევრო


 

შეღავათები საკონსულო მოსაკრებელზე:

50 % თავისუფლდება

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.

100 % თავისუფლდება

  • პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

ზემოაღნიშნული გარემოებები უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით