საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მაკა ბოჭორიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა რომში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა რომში სამუშაო შეხვედრები გამართეს იტალიის რესპუბლიკის სენატის ევროკავშირის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჯულიო ტერცი დი სანტ’აგატასთან და საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სტეფანია კრაქსისთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და პრიორიტეტები, რეგიონში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს საქართველოს მნიშვნელობასა და როლზე ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში.
ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
შეხვედრებიზე ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯებზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არსებულ პროგრესზე.
​ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.