საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
სამგზავრო დოკუმენტები
ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ
სხვადასხვა ცნობები
თარგმანი
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
იტალიის რესპუბლიკა
მალტის რესპუბლიკა
სან მარინოს რესპუბლიკა
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
"ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი"-დავით ზალკალიანი
„13 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან. ეს, მართლაც გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი ჭრილობა და ტკივილი. მსურს კიდევ ერთხელ პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის გმირებს, ვინც ყველაზე სანუკვარი რამ - სიცოცხლე შესწირა, სამშობლოს, მის ერთიანობას. მათი ხსოვნა გვაძლევს კიდევ უფრო დიდ ძალისხმევას, რათა მშვიდობის გზით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას - მათი და ჩვენი შვილების სანუკვარ ოცნებას “- განაცხადა დავით ზალკალიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიაზე.
მინისტრის თქმით, რუსეთმა, სწორედ წლების წინ საქართველოში განხორციელებული აგრესიით დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრები, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ უსაფრთხოებას, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და დღესაც განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას. მისი თქმით ომის 13 წლისთავზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენის სახით სამართლებრივი შეფასება მისცა რუსეთის ქმედებებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულვებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით კვლავაც აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე“- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მიუხედავად ამ უმწვავესი გამოწვევისა, საქართველო განაგრძობს ქვეყნის განვითარებას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის მშვიდობიანი გზით დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სულ ცოტა ხნის წინ დაარსდა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. ეს გახლავთ უნიკალური ინკლუზიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საერთო ეროვნული ჩართულობით, შემუშავდეს შედეგზე ორიენტირებული და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ და ჩვენი მიზანია ფართო დიალოგი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რათა ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ერთიანი მომავალი და უზრუნველვყოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ევროპულ, დემოკრატიულ სქართველოში, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის მიმზიდველი შესაძლებლობებით, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვით“-განაცხადა მინისტრმა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
IT
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი