საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა A.I.A.D.-ის პრეზიდენტ, გუიდო კროზეტოსთან

დღეს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, კონსტანტინე სურგულაძე შეხვდა იტალიელ მეწარმეს და პოლიტიკოსს, A.I.A.D.( Federazione Aziende Italiane per l'Aerospazio, la Difesa e la Sicurezza) იტალიის საჰაერო და კოსმოსური თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიების ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ გუიდო კროზეტის. ფედერაცია მოიცავს თითქმის ყველა მაღალტექნოლოგიურ იტალიურ კომპანიას, რომლებიც ახორციელებენ საპროექტო, საწარმოო, კვლევით და სამეცნიერო საქმიანობას შემდეგ სექტორებში: სამოქალაქო და სამხედრო ავიაცია, საზღვაო და სამხედრო სახმელეთო და მათთან დაკავშირებული ელექტრონული სისტემები. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.