საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საერთაშორისო ასოციაცია „VICINA”-ს თავმჯდომარესთან

📌დღეს, 11 მარტს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა რომის აუდიტორებისა და საგადასახო კონსულტანტების ორდენის პრეზიდენტთან, საერთაშორისო ასოციაცია „VICINA”-ს თავმჯდომარესთან ბ-ნ ფილიპო მარია ინვიტისთან. „VICINA“ გახლავთ საერთაშორისო კომპანიების აუდიტებისა და სხვა გამოცდილი პროფესიონალების ასოციაცია, რომელიც პარტნიორების ფართო ქსელის საშუალებით, კონკრეტული პროექტების შემუშავების მიზნით, ორგანიზებას უწევს თემატურ ბიზნეს ფორუმებს და შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს იტალიური მცირე და საშუალო საწარმოების ახალი ბაზრების ხელმისაწვდომობას და ინტერნაციონალიზაციას.
📌ელჩმა ბატონ ინვიტის მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესახებ და ისაუბრა იტალიასა და საქართველოს ბიზნეს სექტორებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
📌რომის აუდიტორებისა და საგადასახო კონსულტანტების ორდენის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, უახლოეს მომავალში, საელჩოსთან ერთად, ორგანიზება გაუწიოს დაინტერესებული ინვესტორებისა და კომპანიებისათვის სპეციალური პრეზენტაციის გამართვას, რაც ხელს შეუწყობს იტალიელი ინვესტორებისა და სამეწარმეო კომპანიების დაინტერესებას ქართული ბაზრით და ბიზნეს სექტორში თანამშრომლობის გააქტიურებას.