საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

🔈საქართველოში უცხოეთიდან საჰაერო გზით შემოსვლის რიგი წესები და პირობები

🔈‼️ყურადღება! 2021 წლის 1 თებერვლიდან შეიცვალა საქართველოში უცხოეთიდან საჰაერო გზით შემოსვლის რიგი წესები და პირობები, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე უცხოელებისათვის! 👇
✔️კერძოდ, საჰაერო საზღვრის კვეთის ახალი რეჟიმით, 1-ლი თებერვლიდან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით და გადაინაცვლონ 8-დღიან თვითიზოლაციაში, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR-ტესტი ჩაიტარონ, რა შემთხვევაშიც თვითიზოლაციიდან თავისუფლდებიან. ხოლო, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც საჰაერო საზღვრით შემოსვლისას თან არ ექნებათ ნეგატიური PCR-ტესტი, დღეს მოქმედი 12-დღიანი თვითიზოლაციის ვადა 8 დღემდე მცირდება.
✔️🦠💉რაც შეეხება უცხო ქვეყნების ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.
✔️თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება არავაქცინირებული ვიზიტორებისთვის, რომლებიც არიან - 🇪🇺 ევროკავშირის ქვეყნების
🇮🇱 ისრაელის, 
🇨🇭შვეიცარიის, 
🇺🇸 აშშ-ის, 
🇸🇦 საუდის არაბეთის, 
🇦🇪 არაბთა გაერთიანებული საემიროების 
🇧🇭 ბაჰრეინის
 მოქალაქეები ან რეზიდენტები. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.
ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი შენარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში.
📣📣 GEORGIA🇬🇪  has introduced new rules for all airline passengers (both Georgian and foreign nationals) entering the country. Updated regulations enter into force from February 1st, 2021. 👇
✔️More specifically, Georgian nationals arriving in Georgia as of 1 February will have the option of providing a negative PCR test and self-isolating for 8 days or, instead of self -isolating, taking a second PCR test at their own expense, on the third day from their arrival, and thus exempt themselves from the obligation to self-isolate. For Georgian nationals entering the territory of Georgia by air without providing a negative PCR test, the period of self-isolation will be reduced from 12 to 8 days.
✔️As for foreign visitors to Georgia, they can freely enter the territory of the country if they provide COVID-19 vaccine certificates saying that they have received two full doses of vaccines. 
Non-vaccinated visitors, who are nationals or residents of: 
🇪🇺EU countries
🇮🇱 Israel, 
🇨🇭Switzerland, 
🇺🇸U.S.A
🇸🇦Saudi Arabia, 
🇦🇪the United Arab Emirates 
🇧🇭Bahrain 
will not need to self-isolate. Upon entry to Georgia, including through transit, they will have to provide a negative PCR test taken within 72 hours before their arrival and then take a second PCR test at their own expense, on the third day from their arrival.
The rules already applying to land borders will remain in force.