

იტალიის მთავრობის ახალი განკარგულება კორონა ვირუსის შემაკავებელ ღონისძიებებზე!
ახალი ნორმები მოქმედებს 5 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე!
ამ ეტაპისთვის (2 კვირის განმავლობაში) იტალიის რეგიონებიდან

წითელ ზონაშია- ლომბარდია, პიემონტე, ვალე დ’აოსტა, კალაბრია.

ნარინჯისფერ ზონაში - პულია და სიცილია

ყვითელ ზონაში - იტალიის დანარჩენი რეგიონები

სტანდარტული შეზღუდვები ეროვნულ დონეზე (ყვითელი ზონა)


საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა:
• 22.00-დან 5.00 საათამდე დასაშვებია გადაადგილება სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
• მკაცრად რეკომენდირებულია ყველა ფიზიკური პირისათვის, მთელი დღის განმავლობაში, არ იმოგზაუროს საზოგადოებრივი ან კერძო სატრანსპორტო საშუალებებით, გარდა სამუშაოს, სწავლის, ჯანმრთელობის და გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით.


ბარები და რესტორნები
• კვების ობიექტების საქმიანობა (ბარების, კაფეების, რესტორნების, სანაყინეების, საკონდიტრო მაღაზიების ჩათვლით) დასაშვებია 5.00-დან 18.00 საათამდე;
• 18.00 საათის შემდეგ აკრძალულია საკვებისა და სასმელის მოხმარება საზოგადოებრივ ადგილებში;
• ნებადართულია სახლში გამოძახების სერვისი საღამოს 10 საათამდე.

დისტანციური სწავლების ზრდა
• უფროსკლასელებისთვის (scuole secondarie di secondo grado)100% ონლაინ სწავლება
• დიდაქტიკური და საგანმანათლებლო საქმიანობა დაწყებითი კლასებისათვის გაგრძელდება სკოლაში, პირბადეების სავალდებულო გამოყენებით, ექვს წლამდე ასაკის ბავშვების გარდა. ნიღბის ტარება ბავშვებისათვის სავალდებულო იქნება მერხებთან ჯდომის დროსაც.

Smart working
მკაცრად რეკომენდებულია Smart working, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე კერძო სექტორში.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღონისძიებების გაძლიერება
• ადგილობრივი ტრანსპორტისა და რეგიონალური სარკინიგზო ტრანსპორტისთვის დასაშვებია ტევადობა არაუმეტეს 50 პროცენტისა;

სავაჭრო ცენტრები დაიხურება შაბათსა და კვირას
• სავაჭრო ცენტრები დაიხურება დღესასწაულებსა და წინასადღესასწაულო დღეებში, გარდა სავაჭრო ცენტრებში არსებული აუცილებელი მაღაზიებისა, როგორიცაა აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები თამბაქოს და გაზეთების ჯიხურები.

მუზეუმების დახურვა
• მუზეუმებისა და სხვა კულტურული ინსტიტუტებისა და ასოციაციების გამოფენები შეჩერებულია.

ზომები მაღალი რისკის დონის რეგიონებისათვის (ე.წ. ნარინჯისფერი ზონები)


მოძრაობის ლიმიტი
• აკრძალულია ნებისმიერი გადაადგილება მაღალი რისკის დონის მქონე რეგიონებში (მუნიციპალიტეტებს შორისაც), გარდა სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის, სწავლის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო.


ბარები და რესტორანები
• შეჩერებულია კვების ობიექტების საქმიანობა
• დასაშვებია მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი
22.00 საათამდე.
• სურსათისა და სასმელის მაღაზიები რჩება ღია ბენზინგასამართ სადგურებზე, ავტობანზებზე საავადმყოფოებსა და აეროპორტებში.

• საპარიკმახეროები და სილამაზის ცენტრები ღია რჩება.

ზომები უმაღალესი რისკის დონის რეგიონებისათვის (ე.წ. წითელი ზონები)


მოძრაობის ლიმიტი
• აკრძალულია ნებისმიერი გადაადგილება მაღალი რისკის დონის მქონე ადგილებში (მუნიციპალიტეტებს შორისაც, ტერიტორიის შიგნით), გარდა სამსახურეობრივი, გადაუდებელი აუცილებლობის ან ჯანმრთელობის მიზეზების გამო.
• ნებადართულია დაბრუნება თქვენს საცხოვრებელ მისამართზე.
📌️♀️️საცალო სავაჭრო საქმიანობისა და ბაზრების შეჩერება
• შეჩერებულია საცალო კომერციული საქმიანობა, გარდა საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მაღაზიებისა.
• იხურება ბაზრობები და ბაზრები, გარდა, მხოლოდ საკვები პროდუქტების რეალიზაციის მიზნით.
• ღია რჩება საგაზეთო ჯიხურები, თამბაქოს მაღაზიები, აფთიაქები.


ბარები და რესტორნები
• შეჩერებულია კვების ობიექტების საქმიანობა
• დასაშვებია მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი
22.00 საათამდე.

სპორტი
• სპორტული საქმიანობა აკრძალულია, მათ შორის, სპეციალიზირებულ სპორტულ ცენტრებში.
• დასაშვებია სპორტული აქტივობა ინდივიდუალურად, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაცულ იქნება მინიმუმ ერთი მეტრის დისტანცია სხვა პირებთან, რესპირატორული დამცავი პირბადეების გამოყენებით.

სკოლა: ბაგა ბაღი, ბაღი და დაწყებითი კლასები
• სკოლის გაკვეთილები ჩატარდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მხოლოდ საბავშვო ბაღების, დაწყებითი და საშუალო კლასებისთვის. დანარჩენი მოსწავლეებისთვის გაკვეთილები ჩატარდება მხოლოდ დისტანციურად.

Smart working
• სახელმწიფო დამსაქმებლები ზღუდავენ პერსონალის ყოფნას სამუშაო ადგილზე, გარდა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევებისა, როცა სამსახურში გამოცხადებას საჭიროებს საგანგებო სიტუაციების მართვა.

• საპარიკმახეროები და სილამაზის ცენტრები ღია რჩება.