საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თარგმანი

გაცნობებთ, რომ საკონსულო სამსახური უფლებამოსილია თარგმნოს (საქართველოში და იტალიაში გაცემული, დოკუმენტები ქართულიდან იტალიურ ენაზე და პირიქით.

საკონსულო სამსახურს შეუძლია მხოლოდ გარკვეული სახის დოკუმენტების თარგმნა /თარგმნა და დამოწმება/ თქვენს მიერ წარმოდგენილი თარგმანის დამოწმება.

ეს დოკუმენტებია: ცნობა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა, დიპლომი, ნიშნების ფურცელი, ატესტატი, სერთიფიკატი, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, მართვის მოწმობა, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილება/დასკვნა.

დოკუმენტის თითოეული გვერდის თარგმანის, დამოწმების, თარგმნა დამოწმებით საკონსულო მოსაკრებელია - 9 ევრო

მოთხოვნა შესაძლებელია გაკეთდეს, როგორც საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადებისას, ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით. საფოსტო გზავნილით მომართვის შემთხვევაშიც სასურველია განაცხადი დაარეგისტრიროთ შემდეგ ვებ-გვერდზე https://geoconsul.gov.ge/ka/register/visit, რისი მეშვეობითაც საკონსულო სამსახური წინასწარ იღებს ინფორმაციას თქვენი გზავნილის შესახებ.

საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. ჩაწერა ხდება შემდეგი ვებ--გვერდის მეშვეობით https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/visit სადაც, საშუალება გაქვთ ატვირთოთ წარსადგენი დოკუმენტები.

ვებ-გვერდით ჩაწერის საშუალების არ არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საკონსულო სამსახურს 15:00-17:00 სთ. შემდეგ სატელეფონო ნომერზე: 06 69941972

დამზადებული დოკუმენტის გატანა შესაძლებელია საკონსულოში პირადი  გამოცხადების საფუძველზე ან კურიერის მეშვეობით.



 

დოკუმენტის თარგმანის/დამოწმებისათვის საჭიროა საელჩოში წარმოდგენილ იქნეს:

  • განცხადება საქართველოს საელჩოს სახელზე, (იხ. მიმაგრებული დოკუმენტი);
  • პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სათარგმნი დოკუმენტის დედანი და მისი ასლი.
  • შესრულებული თარგმანის დამოწმების მოთხოვნის შემთხვევაში - თარგმანის პროექტის ელექტრონული ვერსია, რათა საჭიროების შემთხვევაში შეტანილი იქნას შესწორება;
  • საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (იხ. ქვითარი) ან საკონსულოს ანგარიშზე გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი,

მომსახურების საფასურია 1 გვერდი 10  ევრო, ხოლო მომსახურების გაწევის  ვადა 10 დღე.


 

შეღავათები მოსაკრებელზე:

50 % თავისუფლდება

  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
  • იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.

100 % თავისუფლდება

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
  • პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას.

ზემოაღნიშნული გარემოებები უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით