ურთიერთობები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის განახლდა 1992 წლის 11 მაისს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები იტალიაში:
- კონსტანტინე სურგულაძე - 2018 წლის დეკემბრიდან - დღემდე
- კარლო სიხარულიძე - 01.03.2013 - 01.08.2018
- კონსტანტინე გაბაშვილი - 01.08.2008-01.11.2012;
- ზაალ გოგსაძე - 2004 - 2008წ.წ.
- რუსუდან ლორთქიფანიძე - 1999-2004წ.წ.
- ბეგლარ თავართქილძე - 1994-1998წ.წ.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
- ენრიკო ვალვო (Enrico Valvo) - 19.12.2019- დღემდე
- ანტონიო ენრიკო ბარტოლი (Antonio Enrico Bartoli) - 02.09.2015-2018 წ.წ.
- ფედერიკა ფავი (Federica Favi) - 02.08. 2011- 2015 წ.წ.
- ვიტორიო სანდალი (Vittorio Sandalli) - 2007- 2011წ.წ.
- ფაბრიციო რომანო (Fabrizio Romano) - 2004-2007წ.წ.
- მიქელანჯელო პიპანი (Michelangelo Pipan) - 2000-2003წ.წ.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
ეკონომიკა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება და მეცნიერება.
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა. ბოლო ამგავრი კონსულტაციები, გაიმართა ქ. თბილისში, 2012 წლის 20 ივლისს, დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.
ორ ქვეყანას შორის წარმატებით ხორციელდება საპარლამენტო თანამშრომლობა. აღსანიშნავია, იტალიის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა არაერთი ვიზიტი საქართველოში.
საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას აკავშირებთ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები. 2004 წლიდან, პერიოდულად, იმართება იტალიურ-ქართული ეკონომიკური და ბიზნეს ფორუმები. პრიორიტეტს წარმოადგენს საამშენებლო და ინფრასტურქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგები.
იტალიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სფეროში. იტალიის მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს სასწავლო სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისათვის. სხვადასხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის ხორციელდება გაცვლითი პროგრამები.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო რესურსის წარმოჩინების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება.
საქართველო-იტალიის სავაჭრო ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)
წლები
|
2009
|
2010
|
2011
|
2012
|
ბრუნვა
|
151
|
157.1
|
260
|
324.3 |
ექსპორტი
|
23.3
|
23.4
|
75
|
53.3
|
იმპორტი
|
127.7
|
133.8
|
185
|
271.0
|
საქართველოს მხრიდან იტალიაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:
2018 წელი
- 16-17 ივლისი - პრეზიდენტ სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში
2017 წელი
- 15ოქტომბერი - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ოფიციალური ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში
- აპრილი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტი რომში
- 6-7 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში და შეხვედრები იტალიის სენატის პრეზიდენტთან პიეტრო გრასოსთან, იტალიის პრემიერ-მინისტრთან პაოლო ჯენტილონისთან, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან ანჯელინო ალფანოსთან, იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან კარლო კალენდასთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პაოლო ალისთან.
2016 წელი
- ივლისი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის ვიზიტი რომში.
- მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის ვიზიტი რომში.
- დეკემბერი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ვიზიტი რომში.
- მარტი -საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის, დავით ბაქრაძის ვიზიტი რომში.
- თებერვალი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ვიზიტი რომში.
2014 წელი
- მარტი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვიზიტი რომში, შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან რობერტა პინოტისთან და დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ელიო ვიტოსთან.
2013 წელი
- დეკემბერი - საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის შეხვედრა რომში.
- ივნისი - საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის ვიზიტი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 38-ე კონფერენციის ფარგლებში.
- აპრილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის ვიზიტი რომში. შეხვედრები იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთში მცხოვრები იტალიელების საქმეთა გენერალურ დეპარტამენტში.
2012 წელი
- ივლისი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის ვიზიტი რომში.
- ივლისი - საქართველოს ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის ვიზიტი რომში.
- აპრილი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის ვიზიტი რომში.
- 13 აპრილი - თბილისი მერის, გიორგი უგულავას ვიზიტი.
2011 წელი
- 10-12 მარტი - შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ვიზიტი;
- 17-19 აპრილი - პრემიერ-მინისტრის, ნიკოლოზ გილაურის სამუშაო ვიზიტი;
- 2 ივნისი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.
2010 წელი
- 8-9 თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი;
- 9 აპრილი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი;
- 20-22 აპრილი -პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ვიზიტი;
- 4-5 ივნისი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.
2009 წელი
- 18-21 ნოემბერი - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი;
- 18-23 ნოემბერი - სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის ვიზიტი;
- 16-18 დეკემბერი - შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ვიზიტი.
2008 წელი
- 20-21 იანვარი -საგარეო საქმეთა მინისტრის,ეკა ტყეშელაშვილის ოფიციალური ვიზიტი.
2007 წელი
- 24-26 იანვარი -საგარეო საქმეთა მინისტრის,გელა ბეჟუაშვილის ოფიციალური ვიზიტი.
2005 წელი
- 7 მარტი - პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი.
იტალიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:
2017 წელი
- ოქტომბერი - ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის ივან სკალფაროტოს ვიზიტი თბილისში.
- ივნისი - კარაბინერთა კორპუსის მეთაურის ტულიო დელ სეტეს თბილისში.
2016 წელი
- 6-7 ნოებერი - იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, პაოლო ჯენტილონის (Paolo Gentiloni) ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
- ივლისი - იტალიელი პარლამენტარების მონაწილეობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიაზე თბილისში
2015 წელი
- მაისი - ეკონომიკისა და ფინანსთან მინისტრის პიერ კარლო პადოანის ვიზიტი თბილისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში.
- მარტი - დეპუტატ პაოლო ალისა და სენატორ ლორენცო ბატისტას ვიზიტი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გარდამავალი პერიოდისა და განვითარების ქვეკომიტეტის ფარგლებში.
2013 წელი
- აპრილი - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ როსის" 83-ე სემინარის ფარგლებში სენატორების დინის, მალანისა და ლანუტის ვიზიტი თბილისში.
2012 წელი
- ნოემბერი - პალერმოს მერის ორლანდოს ვიზიტი თბილისში.
- სექტემბერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფის თავმჯდომარის, დეპუტატ ლუკა ვოლონტეს ვიზიტი თბილისში.
- მაისი - კალაბრიის რეგიონის პრეზიდენტი სკოპელიტის ვიზიტი საქართველოში.
- 13-15 მაისი - იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ეუთოს ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეობის მიზნით.
2011 წელი
- 15 ივნისი - იტალიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი.
2009 წელი
- 3-4 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალფრედო მანტიკას (Alfredo Mantica) ვიზიტი;
- 1-2 ოქტომბერი - კულტურისა და სპორტის საკითხებში ქ. რომის ვიცე-მერის, უმბერტო კროპის (Umberto Croppi) ვიზიტი.
2008 წელი
- 3 სექტემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკო ფრატინის (Franco Frattini) ვიზიტი.
2007 წელი
- 17-18 სექტემბერი - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, დეპუტატთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, უმბერტო რანიერის (Umberto Ranieri) ხელმძღვანელობით.
2006 წელი
- 19 ოქტომბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ფამიანო კრუჩანელის (Famiano Cruccianelli) ოფიციალური ვიზიტი.
2004 წელი
- 27-29 ივნისი - საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკო ფრატინის ოფიციალური ვიზიტი;
- 24 ნოემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარგერიტა ბონივერის (Margherita Boniver) ოფიციალური ვიზიტი.
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში:
მის: ქ.რომი, ვიტორიო ემანუელე II-ს გამზირი N.21, მესამე სართული. (Corso Vittorio Emanuele II, 21 Scala A, piano III, 00186 Roma, Italia)
ტელ:+(3906)699-232-98, 699-258-09
ფაქსი: +(3906) 699-419-42
E-Mail : amgeorgia@libero.it; rome.emb@mfa.gov.ge
იტალიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში:
მის: 0108 თბილისი, ჩიტაძის 3ა
ტელ:299-64-18
ფაქსი:299-64-15
E-Mail: embassy.tbilisi@esteri.it
ბმულები:
www.italy.mfa.gov.ge - იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ოფიციალური ვებ-გვერდი;
www.ambtbilisi.esteri.it - საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი;
www.esteri.it - იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი;
www.quirinale.it - იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდი;
http://www.parlamento.it - იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი;
www.governo.it - იტალიის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი.