Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში

ოთარ შამუგია იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამართული მინისტერიალის ფარგლებში იტალიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა, რომელმაც ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მინისტერიალში მონაწილეობისათვის და საქართველოს ხელისუფლებასთან არსებულ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი უწოდა. 

„საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა კონკრეტული ბაზრების ათვისებისა და ხარისხიანი წარმოების მიმართულებით. საქართველომ აირჩია სწორი გზა, როდესაც ღვინის წარმოების კუთხით აქცენტი გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როგორც ღვინის წარმოების, ისე სხვა სექტორებში“, - განაცხადა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ.