საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო სამსახური ფლორენციასა და პისტოიას ეწვია

მიმდინარე წლის 27 -28 იანვარს იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური ფლორენციასა და პისტოიას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში კონსული, ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა ანდრიას მიწვევით, სადღესასწაულო წირვას დაესწრო და იქ მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
გარდა ამისა, საკონსულოს წარმომადგენლებმა, პისტოიას ციხეში მყოფი ქართველი პატიმარი მოინახულეს და მას შესაბამისი სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინეს.