დეკემბრის თვეში საქართველოში/დან მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგი იხილეთ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php
შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უკვე მოხსნილია პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); ბერლინი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია); დოჰა (ყატარი); ვარშავა (პოლონეთი); ათენი (საბერძნეთი); ამსტერდამი (ჰოლანდია); ვენა (ავსტრია); მილანი (იტალია)
ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: რიგა (ლატვია); კატოვიცე (პოლონეთი); ვილნიუსი (ლიეტუვა); დორტმუნდი (გერმანია)
იტალიიდან გამგზავრების დაგეგმვისას, გაითვალისწინეთ რომ ტრანზიტის აეროპორტიდან, ისევე როგორც აეროპორტის შიგნით ტრანზიტის ზონიდან გასვლა არ მოგიწიოთ. ხოლო ტრანზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 24 საათს!
ფრენების განრიგის დასაზუსტებლად და ბილეთების შესაძენად გთხოვთ დაუკავშრდეთ თავად ავიაკომპანიებს ან მიმართოთ ტუროპერატორებს.
მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთა ფრენა საქართველოში/დან ღამის საათებშია დაგეგმილი: როგორც ცნობილია კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის შესაკავებლად, საქართველოში 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე. შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში (22:00-05:00) დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირმა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელი ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც აღნიშნული პირები შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ასევე, შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა. იხილეთ ბმული.
დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 8-დღიანი თვითიზოლაციის/საკარანტინო პროცედურის გავლა. საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით განახლებული წესები და პირობები, იხილეთ ბმულზე.
Covid-19 პანდემიასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ზომები, ასევე მოქმედი რეგულაციები განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ვებ გვერდზე StopCov.Ge