საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

‼️📣საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

‼️📣საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️
როგორც მოგეხსენებათ 31 ოქტომბერს იმართება საქართველოს საპარლამენტო არჩევნები.
👉რომში არსებული საარჩევნო უბანი გაიხსნება დილის 8 საათზე და დაიხურება საღამოს 8 საათზე, საქართველოს საელჩოში, შემდეგ მისამართზე:
Via del Plebiscito 102, Roma 00186 ( საარჩევნო უბნის შესასვლელი: Via della Gatta-დან)
‼️პანდემიის გამო არსებული მდგომარეობის გამო, დაცული უნდა იყოს საქართველოსა და იტალიის ჯანდაცვის სამსახურების მიერ დადგენილი რეკომენდაციები!
შესაბამისად:
📌საარჩევნო უბანზე უნდა გამოცხადდეთ პირბადით;
📌შენობაში ერთდროულად დაშვებულია მხოლოდ 2 ამომრჩევლის ყოფნა;
📌რიგში დგომისას დაიცვათ მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანცია;
📌დაიმუშავეთ ხელები საარჩევნო უბნის შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით!
✅აუცილებელია საარჩევნო უბანზე გამოცხადდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით (პირადობის მოწმობა, ე.წ. ID ბარათი, იგივე ელექტრონული პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი). ამ დოკუმენტების ასლის წარმოდგენა დაუშვებელია. ამასთან, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს მოქმედი, ვადიანი. არ მიიღება მართვის მოწმობა, ან იტალიაში გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
✅⚠️კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.
👉ინფომრაციის გადამოწმება შეგიძლიათ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace